• top1განყოფილების სპეციალურ აგენტს იტან ჰანტს და მის კოლეგებს უსამართლოდ დასდეს ბრალი კრემლის აფეთქებაში."პროტოკოლი მოჩვენების"...
  • top1გამოვიდა პროგრამის განახლებული ვერსია, რომელიც განკუთვნილია დუბლიკატური...
  • top1უძაან მაგრესი სიმღერაა lMFAO-ს ბოლო ისაიმოვნეთ!!!

Deadlight (ანონსი)

Tequila Works-ის სტუდია ამ თვეში ანონსირებული ახალი პლადფორმერის Deadlight-ის პირველ დეტალებზე ალაპარაკდა. შეგახსენებთ, რომ თამაშის მოქმედება გასული საუკუნის ოთხმოციანი წლების ალტერნატიულ რეალობაში ვითარდება - ეპოქა როედესაც ისეთი საკულტო ფილმები გამოდიოდა როგორებიცაა "რემბო: პირველი სისხლი" და "მიცვალებულების დღე". მოცემულ პროექტში შემქმნელებმა ამ ორი პროდუქტის ატმოსფეროს გაერთიანება გადაწყვიტეს: მარტოხელა გმირი მტრულად განწყობილ, "ჩრდილებით" (ზომბი მანიაკებად გადაქცეული, ინფიცირებული ადამიანები) სავსე გარემოში გადარჩენას ცდილობს.



და რა, ისევ სროლა და ხოცვა? აღმოჩნდა, რომ დეველოპერებს არ უყვართ უაზროდ დაყენებული სისხლის გუბეები, ამიტომ ზომბების ტონობით განადგურების საშუალება ამჯერად არ გვექნება. რათქმაუნდა, მოთამაშეს არჩევანის საუშალებას დაუტოვებენ, მაგრამ უაზრო სროლა ხშირად სიტუაციის განვითარების ყველაზე უარეს ვარიანტებამდე მიგიყვანთ. სსამაგიეროთ მთავარ გმირს მთელი თავის საზრიანობის, ხაფანგების დასაგებად ფიზიკის კანონების და თავსატეხების ამოსახსნელად სწრაფი რეაქციის გამოვლენა მოუწევს. საერთოჯამში, S.T.A.L.K.E.R. და Left 4 Dead -ის -კამერა გვერდიდან ვარიანტი- მსგავსი თამაშის გამოსვლის იმედი ამოწურულია (პირადად, ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ).



შემქმნელები ძალიან ამაყობენ სიუჟეტით, რომელზეც ახალგაზრდა, მაგრამ ნიჭიერი დრამატურგი ანტონიო როჯერო მუშაობს. შთაგონების წყაროდ მან ისეთი ცნობილი ნაწარმოებები გამოიყენა, როგორიცაა სტივენ კინგის "მობილური", ჯეიმს ბალარდის "გამარჯობა ამერიკა" და კარმაკ მაკარტის "გზა". სტუდიაში არავინ ელოდა, რომ თამაშის ანონსი მთელი მსოფლიოს მაშტაბით მოთამაშეების ამხელა ინტერესს დაიმსახურებდა. "ჩვენ გვინდა მადობა მოგიხადოთ, მოთამაშეებმა სავარაუდო მოლოდინთან შედარებით, გაცილებით თბილი შეხვედრა მოგვიწყეს. პატარა სტუდია გვაქვს და ეს ჩვენი პირველი პროექტია. ეხლა მაქსიმუმზე მოგვიწევს მუშაობა, რადგან ადამიანები Deadlight-ზე უკვე დიდ იმედებს ამყარებენ", — განაცხადა Tequila Works უფროსმა რაულ რუბიომ.




კომენტარები

დაგვიტოვეთ კომენტარები

შესვლის ფორმა

მინი-ჩატი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამის ადგილი

აქ განთავსდება თქვენი რეკლამა! პირველი 3კვირა უფასოა! როგორ დადო რეკლამა? წაიკითხეთ დაწვრილებით;)

დაწვრილებით...

რეკლამის ადგილი

აქ რეკლამის განთავსება 15ლარი ღირს!

დაწვრილებით...

რეკლამის ადგილი

აქ რეკლამის განთავსება ერთი თვე 30ლარია!

დაწვრილებით...