• top1განყოფილების სპეციალურ აგენტს იტან ჰანტს და მის კოლეგებს უსამართლოდ დასდეს ბრალი კრემლის აფეთქებაში."პროტოკოლი მოჩვენების"...
  • top1გამოვიდა პროგრამის განახლებული ვერსია, რომელიც განკუთვნილია დუბლიკატური...
  • top1უძაან მაგრესი სიმღერაა lMFAO-ს ბოლო ისაიმოვნეთ!!!

Resident Evil: Revelations (ანონსი)

Resident Evil: Revelations იაპონიაში ცნობილი როგორც BIOHAZARD Revelations. Capcom-ის მიერ პორტატული კონსოლი Nintendo 3DS-ისთვის შემუშავებული და გამოცემული Survival Horror ჟანრის თამაში. მთავარი სერიის რიგით მერვე ნაწილი, რომელიც გაყიდვაში 2012 წლის თებერვალს გამოჩნდა.

Reduced: 98% of original size [ 600 x 338 ] - Click to view full image


სათამაშო პროცესი
ბოლო დროს გამოსული სერიებისგან განსხვავებით, თამაში მისი შორეული ნათესავების კვალზე წავიდა და კვლავ სუფთა Survival Horror ელემენტების ხორცშესხმად იქცა - ტყვიების ნაკლებობდა, სერიოზული აქცენტი ტერიტორიების შესწავლაზე და საინტერესო თავსატეხების ამოხსნა. ეს ზუსტად ის არის რაც ძველი RE-ს გულშემატკივარს ესე ძალიან მოენატრა (მაგრამ ზოგიერთი მომენტის გათანამედროვების გარეშეც არ გამოვიდა). Resident Evil 4 და Resident Evil 5 მსგავსად Revelationsв-ის კამერაც ანალოგიურია, ანუ მოთამაშის ზურგს უკან არის დაყენებული. დამიზნების პარალელურად მოთამაშეს გმირის გადაადგილების მართვა და მესამედან პირველ პირზე ხედვის რეჟიმების შეცვლა შეუძლია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სკანერი გახდა, მისი მეშვეობით თამაშის ლოკაციებზე დამალული ნივთების აღმოჩენაა შესაძლებელი.



სიუჟეტი
თამაშის მოვლენები მეოთხე და მეხუთე სერიების შორის ვითარდება. მთავარ გმირებად კრის რედფილდი და ჯილ ვალენტაინი არიან წარმოდგენილები. ქალაქი ტერრარგირია ("სერი მიწა") ხმელთაშუა ზღვაზე ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე 11 წლის წინად იქნა დაარესბული. მთელი ამ ხნის განმავლობაში "მოცურავე კუნძული" ერთერთ უმთავრეს ტურისტულ ადგილს წარმოადგენდა, რომელიც იტალიის გარშემო მომუშავე, კრუის ლაინსის საკრუიზო ლაინერის "დედოფალი ზენობიისთვის" იყო განკუთვნილი. ტერრარგირია ასევე პირველი ქალაქი გახლდათ, რომელიც საკუთარი მაცხოვრებლების შენახვას მხოლოდ მზის ბატარიების მეშვეობით ახდენდა, რის გამოც მას არსებულ ქალაქებს შორის ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ადგილის სტატუსიც ქონდა. 2004 წელს ბიო-ტერორისტულმა ორგანიზაცია «Il Veltro» ბიო ორგანული იარაღის მეშვეობით, ქალაქზე იერიშების მიტანა დაიწყო. საპასუხოდ ფედერალურმა ბიო-ტერორისტულმა კომისიამ კუნძულზე ჯესიკა და პარკერი გაგზავნა. ტერორისტული დაჯგუფების ნეიტრალიზების შემდეგ, ქალაქი ბიოლოგიურად დაბინძურებულად გამოაცხადეს. მოხდა მაცხოვრებლების სრული ევაკუაცია და ქალაქი 100 კილომეტრის რადიუსით იზოლაციაში მოექცა. დღეისთვის მოცემულ ინციდენტს "ტერრარგირიის პანიკას" ეძახიან, რომელიც შავ ბაზარზე შეძენილი ბიო-იარაღის გამოყენების ყველაზე შემზარავ მაგალითად იქცა.



2005 წელს «Il Veltro» კვლავ გამოჩნდა და ამჯერად დედამიწის ოკიანეების 1/5-ის T-ვირუსისგან მიღებული, «Т-Abbys» ვირუსით დაბინძურებით დაიმუქრა. დემონსტრაციისთვის ტერორისტებმა "დედოფალი ზენაბიის" ლაინერი გაიტაცეს და მის ბორტზე ვირუსის გავრცელება დაიწყეს. BSAA-ს ხელმძღვანელობამ სიტუაციის გასარკვევად გემზე კრის რედფილდი და ჯესიკა შეროეტი გააგზავნა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო აგენტებთან კავშირი ვერ მყარდება. რის შემდეგაც მათ მოსაძებნად კიდევ ორ აგენტს - ჯილ ვალენტაინს და პარკერ ლუკენის აგზავნიან. აგენტებს, დაკარგულებთან ბოლო კონტაქტის ადგილის კოორდინატებს აძლევენ.




კომენტარები

დაგვიტოვეთ კომენტარები

შესვლის ფორმა

მინი-ჩატი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამის ადგილი

აქ განთავსდება თქვენი რეკლამა! პირველი 3კვირა უფასოა! როგორ დადო რეკლამა? წაიკითხეთ დაწვრილებით;)

დაწვრილებით...

რეკლამის ადგილი

აქ რეკლამის განთავსება 15ლარი ღირს!

დაწვრილებით...

რეკლამის ადგილი

აქ რეკლამის განთავსება ერთი თვე 30ლარია!

დაწვრილებით...