• top1განყოფილების სპეციალურ აგენტს იტან ჰანტს და მის კოლეგებს უსამართლოდ დასდეს ბრალი კრემლის აფეთქებაში."პროტოკოლი მოჩვენების"...
  • top1გამოვიდა პროგრამის განახლებული ვერსია, რომელიც განკუთვნილია დუბლიკატური...
  • top1უძაან მაგრესი სიმღერაა lMFAO-ს ბოლო ისაიმოვნეთ!!!

Wii Mini

Wii Mini - პატარა ზომის წითელ და შავ ფერში გადაწყვეტილი დიზაინის მქონე მოწყობილობა, რომლის გაყიდვაც 2012 წლის 7 დეკემბრიდან მხოლოდ კანადის ტერიტორიაზე დაიწყება (მოგვიანებით ამერიკა, ევროპა). კონსოლის ზუსტი ზომები ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, მოთამაშეებს დისკომფორტის გარეშე მისი ჯიბით ტარებაც შეეძლებათ. მოწყობილობასთან ერთად, კომპლექტში შევა Wii Remote Plus თავის ნუნჩაგით, სენსორული მიმღები და ტელევიზორში შესაერთებელი კაბელი. ახალმა მინიმ წონასთან ერთად რამდენიმე ფუნქციაც დაკარგა - კონსოლს აღარ შეეძლება GameCube თამაშების გაშვება და ინტერნეტთან დაკავშირება. შესაბამისად, გარკვეული თამაშების ონლაინ თავისებურებების გამოყენებაც შეუძლებელი გახდება.

მეორეს მხრივ, Mini-ს ორიგინალი Wii-ს ყველა აქსესუარის მხარდაჭერა ექნება, ხოლო რაც შეეხება თამაშების ბიბლიოთეკას - მომხმარებლების განკარგულებაში 1300 მეტი მათგანი იქნება შესული. Wii Mini-ს რეკომენდირებული ღირებულება სულ რაღაც 100 დოლარია, რითიც Nintendo სავარაუდოთ იმ კლიენტურის გადმობირებას აპირებს, რომლებმაც ჯერ ვერ მოასწრეს, ან ჩათვალეს, რომ არ უღირდათ მოცემული თაობის ყველაზე პოპულარული კონსოლის შეძენა. "Wii Mini-ს ბიბლიოთეკაში ყველანაირი გემოვნების დასაკმაყოფილებელი თამაში მოიძებნება - განაცხადა Nintendo-ს კანადური ფილიალის ვიცეპრეზიდენტმა რონ ბერტრანმა. - Wii Mini ზამთრის დღესასწაულებისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი და მთელი ოჯახის გართობის საუკეთესო საშუალება გახდება. დიახ, Mini-ს ფასი საკმაოდ დაბალია, მაგრამ სიამოვნება ყველასთვის საკმარისი იქნება".




კომენტარები

დაგვიტოვეთ კომენტარები

შესვლის ფორმა

მინი-ჩატი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამის ადგილი

აქ განთავსდება თქვენი რეკლამა! პირველი 3კვირა უფასოა! როგორ დადო რეკლამა? წაიკითხეთ დაწვრილებით;)

დაწვრილებით...

რეკლამის ადგილი

აქ რეკლამის განთავსება 15ლარი ღირს!

დაწვრილებით...

რეკლამის ადგილი

აქ რეკლამის განთავსება ერთი თვე 30ლარია!

დაწვრილებით...