ახლახანს AMD-მ გამოუშვა FirePro S10000 – ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში არსებული ყველაზე მძლავრი გამოთვლითი ვიდეო ბარათი (Workstation Graphics), რომელიც შექმნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერული სამუშაოსთვის, დატვირთვისა და გრაფიკული ინტენსივობის მქონე აპლიკაციებთან სამუშაოდ.
Aრის პირველი პროფესიონალური დონის ვიდეო ბარათი, რომელიც აღწევს 5.91 ტერაფლოპს (ერთ სეკუნდში შესრულებული ოპერაცია ტრილიონებში). პროგრამულ ენაზე რომ ვთქვათ, float ტიპის რიცხვებს გამოთვლის 5.91 ტერაფლოპი სისწრაფით, ხოლო Double ტიპის რიცხვებს 1.48 ტერაფლოპით.
სტუდია Splash Damage–მა ახალი თამაში, Dirty Bomb დააანონსა და პირველი თრეილერიც წარადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, პროექტი მულტიფლეერული შუთერი აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად არა მულტიპლატფორმერული, არამედ PC-ექსკლუზივი.
Wii Mini - პატარა ზომის წითელ და შავ ფერში გადაწყვეტილი დიზაინის მქონე მოწყობილობა, რომლის გაყიდვაც 2012 წლის 7 დეკემბრიდან მხოლოდ კანადის ტერიტორიაზე დაიწყება (მოგვიანებით ამერიკა, ევროპა). კონსოლის ზუსტი ზომები ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ კომპანიის წარმომადგენლების მტკიცებით, მოთამაშეებს დისკომფორტის გარეშე მისი ჯიბით ტარებაც შეეძლებათ. მოწყობილობასთან ერთად, კომპლექტში შევა Wii Remote Plus თავის ნუნჩაგით, სენსორული მიმღები და ტელევიზორში შესაერთებელი კაბელი. ახალმა მინიმ წონასთან ერთად რამდენიმე ფუნქციაც დაკარგა - კონსოლს აღარ შეეძლება GameCube თამაშების გაშვება და ინტერნეტთან დაკავშირება. შესაბამისად, გარკვეული თამაშების ონლაინ თავისებურებების გამოყენებაც შეუძლებელი გახდება.