• top1განყოფილების სპეციალურ აგენტს იტან ჰანტს და მის კოლეგებს უსამართლოდ დასდეს ბრალი კრემლის აფეთქებაში."პროტოკოლი მოჩვენების"...
  • top1გამოვიდა პროგრამის განახლებული ვერსია, რომელიც განკუთვნილია დუბლიკატური...
  • top1უძაან მაგრესი სიმღერაა lMFAO-ს ბოლო ისაიმოვნეთ!!!
მთავარი » მასალის არქივი

სავარაუდოთ თვითონ Electronic Arts-მაც კი არ იცის რამდენი დაუჯდა ეს გაუთავებელი, უმეტეს შემთხვევაში ჩავარდნილი რეფორმები და რადიკალური ცვლილებები. ან რამდენი გულშემატკივარი დაკარგეს და რა რეალური შანსები გაუშვეს ხელიდან, მარა როგორც ჩანს გაჩერებას მაინც არ აპირებენ. ამჯერად საქმე ეხება რამდენიმე სტუდიაზე გადანაწილებულ სქემას. თუ გახსოვთ, ბოლო წლების განმავლობაში სერიის შექმნაზე ერთდროულად რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა მაგ. EA Black Box-მა Need for Speed: Run გამოუშვა, Slightly Mad-მა Need for Speed: Shift და სხვა. დღეიდან კი NFS-ის პოპულარულ და უკვე საკმაოდ რეპუტაცია შელახულ სერიაზე მხოლოდ ერთი სტუდია, Criterion Games-ი იმუშავებს. ბრიტანელების ხელში ჩავარდნილი სერიის თაობაზე, GameInformer-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სტუდიის ვიცეპრეზიდენტმა ალექს ვორდმა ისაუბრა. 


როგორც ჩანს, თამაშის განვითარება უკვე ცნობილი, ოთხი მიმართულებით უნდა მოხდეს - Shift რეალური სიმულატორისკენ გადახრით, World თავის ონლაინ შემადგენელით, The Run სიუჟეტური დატვირთვით და Most Wanted არკადული სენდბოქსი. ამას პლიუს, NFS-ის პარალელურად, სტუდია მათი პოპულარობის მომტანი თამაშით, Burnout-ითაც იქნება დაკავებული. თუ როგორ გაართმევს Criterion Games-ი ამხელა ტვირთის ზიდვას თავს, საკმაოდ საინტერესოა და ამას ალბათ მხოლოდ დრო გვანახებს. მაგრამ ეს თემა მათ პირველ ნაბიჯს, E3-ზე დაანონსებულ და 2012 წლის 30 სექტემბერს მოსალოდნელ Need For Speed: Most Wanted-ს მინდა რო დაუთმო.

დაწვრილებით...

 დღეს  წარმოგიდგენთ რამდენიმე დღის წინ E3-ზე დაანონსებულ Quantic Dream-ის ახალ იდუმალებით მოცულ PS3 ექსკლუზე, სახელად Beyond: Two Souls-ს. თამაშის შექმნის პროცესის, უშუალო ხელმძღვანელის როლში, კვლავ ლეგენდარული გეიმდიზაინერი და საკულტო თამაშების შემქმნელი დევიდ კეიჯი გამოდის 
(Fahrenheit, Heavy Rain, Omikron).

Beyond: Two Souls-ის სამი შესანიშნავი პოსტერი


სხვადასხვა ზომის, წონის და წარმომავლობის ნიუსების გადაკითხვის შემდეგ, საკმაოდ საინტერესო დეტალები გავარკვიე და შევეცდები ერთად მოუყარო თავი. ყველაფერი Sony-ს პრესკონფერენციაზე ნაჩვენები მოკლე ტრეილერთ და კეიჯის აბსტრაქტული კომენტარით დაიწყო. ანონსმა უზომოდ დამაინტერესა, მაგრამ კონკრეტული ვერაფერი გავიგე. შემდეგ, უკვე მეორე დღეს, შემთხვევით თამაშის 24 წუთიან გეიმფლეი დემოს გადავაწყდი და სურათი რადიკალურად შეიცვალა.

დაწვრილებით...

Two Worlds-ის შემქმნელი კომპანია Reality Pump Studios და გერმანული გამომცემელის Topware Interactive-ის საერთო პროექტი. შემქმნელების მტკიცებით, Sacrilegium ახალ სტანდარტებს დაამყარებს და სრულიად განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს Survival Horror ჟანრს. ეს იქნება ერთგვარი ჰორორი "თანამედროვე ვამპირების" სამყაროში, სადაც მთავარ პერსონაჟს, 20 წლის სტუდენტ გოგონას კალიფორნიიდან ალექსს, ვამპირების ახალ სახეობასთან მოუწევს შეტაკება - ჯიში რომელიც არ რიაგირებს მზის შუქზე. მთავარი გმირის დამახასიათებელ შესაძლებლობად გარკვეული საბრძოლო ტექნიკების ცოდნა ითვლება, რაც შეუფასებელ სამსახურს გაუწევს მას საშიში "Sacrilegium" პროვინციაში მოგზაურობისას. თამაში შექმნილია Reality Pump-ის ახალ ძრავზე სახელად GRACE 2 (მოცემული ძრავი უკვე გამოიყენებოდა Two Worlds 2). პერსონალური კომპიუტერების ვერსია წარმოდგენილი იქნება 3D Eye-Tracking ტექნოლოგიის მხარდაჭერით

დაწვრილებით...

საქართველოში „ვეფხისტყაოსნის" მიხედვით ფილმს გადაიღებენ. ფილმის გადაღებები მომავალი წლიდან დაიწყება. იდეის ავტორები ლევან დაბრუნდაშვილი და ჯაბა მელქაძე არიან. ფილმის ტრეილერი ინტერნეტსივრცეში ცოტა ხნის წინ, გამოჩნდა. რამდენიმეწუთიან ტრეილერში, ნაწარმოების ის მონაკვეთია აღწერილი, როცა გმირები ქაჯეთის ციხის ასაღებად დაწყევლილ ადგილს უახლოვდებიან. ტყეში ძველი ქართული ასოებით ქვაზე ამოკვეთილ წარწერას პოულობენ, რომელიც ამცნობს, რომ გზა აღარ უნდა გააგრძელონ. ამის შემდეგ იწყება ბრძოლა ნესტან-დარეჯანის გადასარჩენად.



თრეილერის გადაღება, იდეის ავტორებმა, ორი წლის წინ, სამეგობრო წრესთან ერთად, პირადი სახსრებით დაიწყეს.

დაწვრილებით...

« 1 2 3 4 5 6 7 ... 17 18 »

შესვლის ფორმა

მინი-ჩატი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

რეკლამის ადგილი

აქ განთავსდება თქვენი რეკლამა! პირველი 3კვირა უფასოა! როგორ დადო რეკლამა? წაიკითხეთ დაწვრილებით;)

დაწვრილებით...

რეკლამის ადგილი

აქ რეკლამის განთავსება 15ლარი ღირს!

დაწვრილებით...

რეკლამის ადგილი

აქ რეკლამის განთავსება ერთი თვე 30ლარია!

დაწვრილებით...